თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის ანალიზს.
„15 მარტიდან დღემდე ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი 46,520 სამედიცინო მუშაკის მხოლოდ 36%-ია აცრილი.
4 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილი იყო სრული მოსახლეობის მხოლოდ 4.8%, მინიმუმ ერთი დოზით კი 10.4%.
18 წელს ზევით მოსახლეობის 13.5% ერთი დოზით მაინცაა აცრილი, 6.2% კი - სრულად.
აცრებისა და ჯავშნების 58% თბილისზე მოდის.
ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია, თუ რა სახის საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს მთავრობა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესით დაინტერესებისა და ინფორმირებისათვის“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)