თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განაახლოს მსჯელობა პროკურატურის და, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმაზე და ამ პროცესში გაითვალისწინოს სამოქალაქო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები და რეკომენდაციები.
„კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება. აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)