en
ge

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებს

თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

„საერთო სასამართლოები მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების დევნას, გასამართლებას და უმკაცრესი სანქციებით დასჯას აგრძელებენ. კერძოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გიგა მაქარაშვილი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა“, - წერია განცხადებაში, - „გიგა მაქარაშვილს, არც დაკავებამდე და არც დაკავების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნული დადასტურდა თავად შსს-ს წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეო მასალითაც. სხვადასხვა ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გიგა მაქარაშვილი მშვიდობიანად დგას და პოლიციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების ან მოწოდების გარეშე აკავებენ მას”.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)