თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მუშაობის მამხილებელ სავარაუდო ფაქტებს და მიიჩნევს, რომ გავრცელებული მასალა ადამიანების უკანონო, რეგულარული და ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის უმძიმეს პრაქტიკას აჩვენებს.
„ჩვენი შეფასებით, ეს ფაქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში ხელყოფაა და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიური განვითარების შესაძლებლობებს”, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავცელებულ განცხაეებაში, - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტს: შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს; დაიწყოს მსჯელობა სუს-ის ფუნდამენტურ რეფორმაზე, მისი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციასა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაზრდაზე; საქართველოს პროკურატურას: მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)