en
ge

შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში

შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში

თბილისი. სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

„შეხვედრაზე შშმ პირთა პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში განხორციელებულ ვიზიტებზე დაყრდნობით მომზადებული სპეციალური ანგარიშის მიგნებები წარმოადგინეს და თემატური მიმართულებებით დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

ზრუნვის პროცესზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებებში სათანადოდ არ ხორციელდება ძალადობის იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების ღონისძიებები. გარდა ამისა, არ მიმდინარეობს მუშაობა ანტიალკოჰოლური და ანტინარკოტიკული მიმართულებით. განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს რთული ქცევის მართვის საკითხებში კადრების მოუმზადებლობა. 

გამოიკვეთა პრობლემები სომატური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. მწვავედ დგას ბენეფიციართა დროული სტომატოლოგიური მკურნალობისა და ფსიქოსოციალური ინტერვენციების გაძლიერების საჭიროება“.

სრულად...

წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023