თბილისი. საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვახუშტი მენაბდე აქვეყნებს პასუხს მმართველი პარტიისადმი.
„ქართული ოცნების“ მიერ გაანალიზდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას მიერ მომზადებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშები. Შედეგად მიღებული მიგნებები მათ პარასკევს საზოგადოებას წარუდგინეს. ჩვენი დოკუმენტების მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს ყოველთვის გულდასმით ვეცნობით, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ ისინი. არ გვგონია, რომ კრიტიკა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაა და ჩვენთვის პასუხის გაცემა ან შეცდომებზე მითითება არავის შეუძლია. პირიქით, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ. ამიტომ, ეს ანალიზი დიდი ყურადღებით წავიკითხე. ახლა კი მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო ის. რა თქმა უნდა, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და მხოლოდ საიას ანგარიშზე ვფოკუსირდები“, - წერს ავტორი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)