თბილისი. „ფაქტ-მეტრმა“ სამედიცინო ნიღბების ეფექტურობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა.
13 სექტემბერს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ქირურგიული სახის ნიღბები მხოლოდ 10%-ით ეფექტურია კორონავირუსის პრევენციისას. „ვატერლოოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქსოვილის ნიღბების უმეტესობა მხოლოდ 10%-ით არის ეფექტური“, - აცხადებს ავტორი.
პოსტს თანდართული აქვს ფოტომასალა, სადაც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგები და ამირან გამყრელიძის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ პირბადე გვიცავს.
„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პირბადეები პანდემიის მართვის დროს არაეფექტური იარაღია, რაც ხსენებული კვლევის შედეგებს არ შეესაბამება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)