თბილისი. „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ აქვეყნებს კვლევას - „რასობრივი გამორჩევა საქართველოში საპოლიციო სისტემაში ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა“.
„რასობრივი გამორჩევის პრობლემა აქტუალურია სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო ინსტიტუტების ყოველდღიურ საქმიანობაში. პოლიცია რუტინული პროცედურების განხორციელებისას ხშირად იყენებს ადამიანის ვიზუალურ მახასიათებლებს და სხვა პირად მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში ჩნდება იმის რისკი, რომ ეს მონაცემები საზოგადოების მოცემულ ჯგუფს პოლიციისთვის უფრო აქტუალურს გახდის, ანუ პოლიციელები გარკვეული ვიზუალური მახასიათებლების მქონე პირებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, უპირობოდ ჩათვლიან მათ მომეტებული რისკის მქონეთ“, - ვკითხულობთ კვლევის შესავალ ნაწილში, - „წინამდებარე კვლევა პირველია, რომელიც მიზნად ისახავს შეისწავლოს საქართველოში რასობრივი გამორჩევის არსებული პრაქტიკა პოლიციელების, მიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გამოცდილების საფუძველზე. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული კვლევა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს რასობრივი გამორჩევის პრობლემაზე საჯარო დისკუსიის დაწყებაში, ხოლო სახელმწიფოს დაეხმარება შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)