თბილისი. „ღია საზოგადოება - საქართველომ“ ინფოგრაფიკაში ასახა მოვლენები, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკას აჩვენებს.
„ბოლო პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები არცთუ სასურველი სცენარით ვითარდება. ევროკავშირის მხრიდან გახშირდა მწვავე შეფასებები და უკმაყოფილება საქართველოში სასამართლო რეფორმის შედეგების, მაღალი დონის კორუფციის არსებობისა თუ მის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტიანობის შესახებ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში, - „მოვლენათა ეს ჩამონათვალი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკას გვიჩვენებს, იმისათვის, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, თავად განვსაჯოთ, რამდენად ერთგულად აგრძელებს სვლას საქართველო და მისი ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული მიზნისკენ“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)