თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ კვლევას - „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში“. კვლევა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG), მხარდაჭერით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2020-2021 წლებში წარმოებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას საქართველოში მრავალი განზომილება აქვს. უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი ხედვა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით და ვერ უზრუნველყოფს ამ კუთხით ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)