en
ge

განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

თბილისი. საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეხმაურება ტელეკომპანია პირველის ეთერში სასამართლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს. 

„ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარება და ის ფაქტი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები არა მართლმსაჯულების, არამედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესების შესაბამისად მიიღება.

სიუჟეტის თანახმად, არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთა მიმართ“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023