თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში.
„სიკვდილის თემით მანიპულირება ქართული პოლიტიკური სივრცისთვის არახალია. 2012 წელს პირველად მოხდა საქართველოში არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემა, თუმცა იმდროინდელი საარჩევნო კამპანიაც არა პოლიტიკური დებატებისა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობის, არამედ ოპონენტების მორალური დელეგიტიმაციისკენ იყო მიმართული.
... თუ 1990-იანებსა და 2000-ების დასაწყისში პოლიტიკურ ასპარეზზე სიკვდილის თემა და მისით მანიპულირება ძირითადად პოლიტიკოსებისა და პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებზე გადიოდა, თანამედროვე პერიოდში ამ საკითხით მანიპულირებას მსგავსი ფილტრი აღარ გააჩნია და ყველა ასაკის, წარმომავლობისა თუსოციალური წარმომადგენლობის ადამიანის გარდაცვალება მარტივად შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკურ დაპირისპირებაში –განსაკუთრებით კი წინასაარჩვენო პერიოდში“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)