en
ge

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხები წინასაარჩევნოდ კვლავ პრობლემურია

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხები წინასაარჩევნოდ კვლავ პრობლემურია

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, კანონმდებლობის მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს ფინანსურ რესურსებზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში მმართველი პარტიის შემოწირულობები აღემატება ოპოზიციური პარტიების ფინანსურ რესურსებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის კერძო წყაროებიდან დაფინანსების მოპოვება გამოწვევას წარმოადგენს და მათი შემოსავლის დიდი ნაწილი სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდის, პრაქტიკაში რეალური კონკურენცია უზრუნველყოფილი არ არის.

განხორციელებული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მოწესრიგების საკითხთან მიმართებით კვლავ არსებობს არაერთი გამოწვევა, რომლებზეც საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში საუბრობდნენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023