en
ge

განცხადება ტელეკომპანია „კავკასიას” ოპერატორის დაზიანების ფაქტზე

განცხადება ტელეკომპანია „კავკასიას” ოპერატორის დაზიანების ფაქტზე

თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია „კავკასიას“ ოპერატორის დაზიანების ფაქტს ეხმიანება. 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას ტელეკომპანია „კავკასიას“ ოპერატორმა გონება დაკარგა, მისი თქმით, სავარაუდოდ, მას თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა დაკისრებული ფუნქციის შესრულებას თავი სათანადოდ ამჯერზეც ვერ გაართვეს და დღემდე პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან აქციების გაშუქებისას მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს პროცესისადმი მაღალი საჯარო ინტერესი და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადო პირობები, რათა მათ თავისუფლად, ჯანმრთელობის დაზიანებისა და უფლებების დარღვევის გარეშე, შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

ფოტო: ნეტგაზეთი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)