თბილისი. ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, მათი შუამდგომლობა უვადო მწვანე სტატუსის ცვლილების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„სასამართლომ არ მიიჩნია ექსპერტების (გამყრელიძის, ცერცვაძის, კულუმბეგოვის და სხვების მოსაზრებები) საკმარისად და მოსარჩელეს მოსთხოვა მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ პირებს არ აქვთ უვადო იმუნიტეტი.
სასამართლომ, ვერ დაინახა სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე, ანუ ის, რომ უვადო მწვანე სტატუსი მოსარჩელეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დააზიანებს“.
ამ გადაწყვეტილებას PHR სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)