თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კვლევას: კომპანიების ანონიმური მფლობელობის პრობლემა გადასაჭრელია.
„ბოლო წლებში პერიოდულად საჯაროვდება საიდუმლო ფინანსური დოკუმენტები (მაგ: პანამას ან პანდორას დოკუმენტები), რომლებიც ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, თანამდებობის პირები ხშირად იყენებენ კომპანიების ანონიმურ მფლობელობას, რათა თავი აარიდონ მათთვის დაწესებულ შეზღუდვებს სამეწარმეო საქმიანობაზე. კომპანიების ანონიმურ მფლობელობას ასევე ხშირად იყენებენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები გადასახადებისგან თავის ასარიდებლად, ფულის გასათეთრებლად ან ფარული გარიგებების დასადებად.
ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)