en
ge

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაარსებას ეხმაურება

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაარსებას ეხმაურება

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს განცხადებას „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე. 

„ანტიდასავლურმა და რადიკალურმა დაჯგუფებამ, „ალტ-ინფომ“, პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობა“ - შექმნის შესახებ 2021 წლის 20 ნოემბერს განაცხადა. თავდაპირველად საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზების გამო შეაჩერა, თუმცა 7 დეკემბერს ის ოფიციალურად დაარეგისტრირა“, - ნატქვამია განცხადებაში, - „„ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს და მათ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში, საქართველოს მიმართ კოლონიალიზმში, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. „ალტ-ინფო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასრულებასა და დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტას ღიად მოითხოვს“. 

სრულად... 

წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023