თბილისი. 18-19 სექტემბერს, StrategEast, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობითა და GITA-ს მხარდაჭერით, EPAM Engineering Hackathon: Design your future გაიმართა.
ტრადიციული მარათონი აერთიანებს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალებს, ინოვატორებს და ხელს უწყობს, სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სკოლებს, საჯარო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებებს ციფრული გადაწყვეტის გზით გააუმჯობესონ მომსახურებები და პროცესები.
ჰაკათონის მხარდამჭერი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) სწრაფი განვითარების ლაბორატორიის რჩეული გუნდი გახდა Dart Team, რომელმაც ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ინტერაქტიული რუკის შექმნის იდეა წარმოადგინა. იდეა გულისხმობს მობილური აპლიკაციის შექმნას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს წინასწარ გააგებინებს თუ სად დახვდებათ ადაპტირებული გარემო.
ჰაკათონის ფარგლებში, გუნდმა აპლიკაციის პროტოტიპი შექმნა, ამ ეტაპზე კი პროდუქტის დახვეწაზე მუშაობენ.
როგორც აღვნიშნეთ “Dart Team” UNDP Georgia-ს ფავორიტი გუნდი გახდა, თუმცა პრიზის მიღების ნაცვლად გადაწყვიტა, რომ სამტრედიელი მოზარდისთვის კომპიუტერი შეეძინა.
„ქართველმა მოსწავლემ ჩვენგან, Dart Team-ისგან და სოციალური საქველმოქმედო პროექტისგან „ჩართე“ საჩუქრად კომპიუტერი მიიღო. ჟანნასთვის ეს მნიშვნელოვანი საჩუქარია, რომელიც ონლაინ სწავლაში და საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება“, აღნიშნულია UNDP Georgia-ს გვერდზე სოციალურ ქსელში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)