თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ სტატიას: COVID დახმარებები მსოფლიოში (პირველი ნაწილი).
„სტატიის მიხედვით, პანდემიამ გამოიწვია სოციალური დაცვის ზომების ყველაზე დიდი მობილიზება, რაც კი ოდესმე ყოფილა, ხალხის ჯანმრთელობის, სამუშაო ადგილების და შემოსავლების დასაცავად. თუმცა, მსოფლიოში 4 მილიარდზე მეტ ადამიანს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი სოციალურ დაცვაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიაზე სოციალური რეაგირება არასაკმარისი იყო, რამაც გაზარდა უფსკრული განვითარებულ ქვეყნებსა და განვითარებად ქვეყნებს შორის.
ამრიგად, COVID-19 კრიზისი უნდა განიხილებოდეს, როგორც „გაღვიძების მოწოდება“ ქვეყნებისთვის, რათა პრიორიტეტულად ჩადონ ინვესტიციები თავიანთ სოციალურ დაცვის სისტემებში, დაეხმარონ კრიზისის შეჩერებას ან შერბილებას და გააძლიერონ სოციალური დაცვის სისტემები, მომავალი გამოწვევების უკეთ დასაძლევად“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)