თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ანალიტიკურ დოკუმენტში, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და აჭარის მაგალითზე, აღწერს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რეგიონებში მცხოვრები ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.
„შეიძლება რამე გტკიოდეს მაგრამ ითმენ იმის გამო, რომ ექიმთან მისვლით უფრო მეტი ხარჯებია. არ არის ჩვენთან ის სიტუაცია რომ ფული გქონდეს და [ექიმთან] გაიქცე საკუთარი თავისთვის … მართალია, ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა იზრუნო, მაგრამ უკან როცა ოჯახს ხედავ, [რომელსაც] არ აქ საშუალება ... თავს არ აძლევ უფლებას, რომ მიხვიდე და წინასწარ ჩაიტარო კვლევა საკუთარ თავზე". (რესპონდენტი მაღალმთიანი აჭარიდან)
“სახელმწიფო ზოგადად პრევენციაში არ დებს რესურსს, და ეს ხელმიუწვდომელი რჩება მოსახლეობისთვის, იმდენად ძვირია ... სახელმწიფო დაფინანსება არის უკიდურესი ზომისთვის განკუთვნილი". (რესპონდენტი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან)
„ვერ ვუმკლავდები [მედიკამენტების ყიდვას], რადგან მაქვს ფინანსური პრობლემები. ზოგჯერ დროულად ვერ ვყიდულობ მედიკამენტებს ან ნახევარს ვყიდულობ და ნაწილს ვერა“. (რესპონდენტი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან)
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)