აჭარა. 28 იანვარს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემებიც რუტინული იმუნიზაცია და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე იყო.
„2018 წლის მრავალინდიკატორულმა კლასტერულმა კვლევამ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი დონე გამოავლინა. კვლევის შედეგებს მოჰყვა ტყვიით მოშხამვის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდა პროგრამის ეფექტიანობის შეფასება და მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა 2022 წლისათვის.
აუცილებელია, მთავრობამ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ტყვიით მოშხამვის პრევენციისათვის“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)