en
ge

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სოფელ შარაბიძეებს ეწვია

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სოფელ შარაბიძეებს ეწვია

აჭარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ - აჭარის ჰაბ ორგანიზაცია, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებისთვის შეხვედრებს აგრძელებს.

ორგანიზაცია 22 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შარაბიძეებს ეწვია. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ფილიალის წარმომადგენელი ირმა აბაშიძე.

„მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ძირითად თემად განსაზღვრული იყო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოქალაქეთა ნაწილის შეკითხვები შეეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს, ოქმის გასაჩივრების პროცედურებს, განქორწინებასა და სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტს“.

აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023