en
ge

მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში

მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აგრძელებს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმების შემუშავებას.

CSI-მ მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის კვლევა ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიის საშუალებით ხუთ მუნიციპალიტეტში განახორციელა: გორში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში. აღნიშნული მეთოდოლოგიის ფარგლებში, როგორც მუნიციპალიტეტის თვითშეფასების, ისე დაინტერესებულ მხარეებთან ფოკუს ჯგუფების საფუძველზე გამოვლინდა მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით არსებული ტენდენციები. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში დანერგილი კარგი პრაქტიკები, ასევე გამოწვევები, რომლებიც აფერხებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც შედგება როგორც საკრებულოს, ისე მერიის წარმომადგენლებისგან. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი თითოეულ მუნიციპალიტეტს მხარს უჭერს კვლევის შედეგად გამოვლენილი საკითხების გაანალიზებასა და მათ გადასაჭრელად სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რაც მათ დაეხმარება მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაში.

აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოზურგეთის პროგრესის სახლის თანამშრომლობით და მას აფინანსებს გერმანული ფონდი Bread For The World (პური მსოფლიოსთვის).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023