en
ge

შეხვედრა მერთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან

შეხვედრა მერთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან

აჭარა. 24 მარტს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, აჭარის ჰაბმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერსა და სხვა მონაწილეებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს.

ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე ისაუბრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ კოორდინატორმა სალომე ფუტკარაძემ. ამ მიმართულებით კი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები გამოიკვეთა.

მსგავსი ღონისძიებები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირება „სამოქალაქო საზოგადოებია ინიციატივის“ პროექტის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე აჭარაში მოქმედი სსო-ების საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა.

რეგიონული ჰაბი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023