თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კვლევას: პანდემიის დროს განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები.
კვლევის მიხედვით:
პანდემიის დროს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 000-მდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა, საიდანაც „კოვიდ 19“-ით გამოწვეულ შესყიდვებზე დაახლოებით 715 მლნ ლარი მოდის.
გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს.
ამ 210 კომპანიამ და 11 ფიზიკურმა პირმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ.
პანდემიის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახალბედა კომპანიამ მიიღო, მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)