თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს დოკუმენტს: სასამართლო სისტემის რეფორმირებისას კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი - 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი.
ორგანიზაციის ცნობით, პარლამენტმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები რიგგარეშე სესიაზე, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო.
„მოცემულ ცვლილებებზე ვეტოს დადების მოწოდებისა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან კანონპროექტის კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციური უფლებამოსილება და 2022 წლის 13 იანვარს ხელი მოაწერა კანონპროექტს.
წინამდებარე დოკუმენტი აფასებს როგორც საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესს, ასევე ცვლილებების რელევანტურობასა და ეფექტიანობას სასამართლო სისტემაში არსებული კონტექსტისათვის და აანალიზებს მის შესაძლო შედეგებს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)