თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 2022 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოთხოვნით გარე მკვლევარის მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ.
ანგარიშის ავტორია სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპის კოლეჯის მოწვეული ლექტორი, ლორა დელკური. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ავტორმა კონსულტაციები გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთანაც (საია). შესაბამისად, ანგარიშში არაერთხელ არის მოყვანილი საიას შეფასებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.
„ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან და, განსაკუთრებით 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული, საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)