თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის „სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობის“ განხორციელება დაიწყო.
13 აპრილს, პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) ერთად გორისა და ქარელის რაიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრებ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა და მათ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)