თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სასამართლოს რეფორმების თაობაზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობას.
„სამწუხაროა, რომ საზოგადოებისთვის დახურულია ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატის შესახებ. მასში მიწვეულნი არ არიან მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები, შესაბამისად პროცესი არაინკლუზიურად მიმდინარეობს.
მმართველი პარტია ამ დრომდე არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევას, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობას, შესაბამისად აქამდე გატარებული რეფორმები, ძირითადად, ფრაგმენტული იყო და პროცედურულ საკითხებს ეხებოდა. „გავლენის სისტემა“ კი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაშია გაბატონებული და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ხელუხლებელი რჩება“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)