თბილისი. 28 აპრილს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში, საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს, რაც სავარაუდოდ, შრომის პოლიტიკის ეტაპობრივი რეფორმირების შედეგია.
„მიუხედავად კლების დინამიკისა, ქვეყანაში სურათი კვლავ მძიმეა, ბოლო ათ წელიწადში სამუშაო ადგილზე 1 800-მდე მშრომელი დაშავდა, 500-ზე მეტი კი გარდაიცვალა.
პრობლემურია, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების საქმეთა გამოძიებაც. არაეფექტიანი სისხლისსამართლებრივი რეაგირება დამსაქმებელ კომპანიებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და თავიდან ვერ ირიდებს ტრაგედიათა ჯაჭვს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)