თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ამ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არ იყო სრულყოფილი.
„გამოძიების ინტერესების მიღმა დარჩა მომჩივნისთვის მიყენებული ისეთი მძიმე დაზიანება, როგორიცაა ნეკნების მოტეხილობა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, არცერთ პოლიციელს არ წაეყენა ბრალი აღნიშნულ ფაქტზე. დამატებით, სასამართლომ არასათანადო მოპყრობის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დროული სამედიცინო გამოკვლევის/ექსპერტიზის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)