თბილისი. თუ წერა გიყვართ, ქმნით ბლოგებს, ესეებს, სამეცნიერო სტატიებს, სხვა საინტერესო ნარატივს და გსურთ ონლაინ სივრცეში გამოქვეყნება, საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაცია თავის ვებ-საიტზე თავისუფალ პანელს დაგითმობთ - პროფესიის, განათლების საფეხურის, ასაკის და სხვა მახასიათებლების შეუზღუდავად.
ძირითადი მოთხოვნები პუბლიკაციის გამოგზავნისას:
1. MS Word ფორმატი, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12;
2. თუ ტექსტში იყენებთ გრაფიკებს, დიაგრამებს, ფოტოებს, ჩასვით მაღალი ხარისხის JPG ან PNG ფორმატით;
3. თუ იყენებთ სხვა ნაშრომების ციტირებას, დაიცავით წყაროების დამოწმების და პლაგიატის წესები;
4. ნაშრომში არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, დისკრიმინაციის შემცველი ფრაზები;
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)