en
ge

ნაწოლების რისკის შესამცირებელი ბალიშები დღგ-სგან გათავისუფლდა

ნაწოლების რისკის შესამცირებელი ბალიშები დღგ-სგან გათავისუფლდა

თბილისი. ორგანიზაციამ მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ (MAEE), 2021 წელს, პროექტის „სოციალური დაცვა უხილავი შშმ პირებისთვის COVID-19-ის პირობებში“ - ფარგლებში,  ბენეფიციარებისთვის დამხმარე საშუალება - ნაწოლების რისკის შესამცირებელი ბალიშები (Roho Cusion) - შეიძინა. 

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბალიში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეტანილია პრიორიტეტულ დამხმარე საშუალებათა ჩამონათვალში, არ განთავისუფლდა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. 

აღნიშნულ საკითხზე, ორგანიზაციამ ბალიშების იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლების მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართა. 

განაცხადის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, დამხმარე საშუალება - ნაწოლების რისკის შესამცირებელი ბალიშების იმპორტი განთავისუფლდა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)