თბილისი. თბილისში, კეკელიძის #1-ში საცხოვრისიდან ოჯახის, მათ შორის, 3 თვის ბავშვის, გამოსახლება მიმდინარეობს.
ორგანიზაციის ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა მიმდინარე წლის მარტში იძულებით გამოსახლებებზე მორატორიუმის რეჟიმის გაუქმების შედეგია, რის გამოც ასობით ოჯახი გამოსახლების, ამ პროცესში აღსრულების პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშეა.
„ამ საფრთხეების საპირწონედ, მთავრობა არ იღებს არანაირ ღონისძიებას იძულებითი გამოსახლების პრევენციის, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ღირსეული აღსრულების პრინციპისა და გამოსახლებული ოჯახების ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით.
მოვუწოდებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შეაჩეროს იძულებითი გამოსახლების პროცესი, უზრუნველყოს გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახის საჭიროებების შესწავლა და მათი პოზიციისა და მოწყვლადობის გათვალისწინება მოცემული საქმის წარმოების პროცესში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)