en
ge

PHR-მა სააპელაციო სასამართლოში შსს-სთან დავა მოიგო

PHR-მა სააპელაციო სასამართლოში შსს-სთან დავა მოიგო

თბილისი. 16 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე ლეილა მამულაშვილი) შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

2018 წლის აპრილში ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის” საფუძველზე მოითხოვა ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა ინფორმაციის მოწოდება.

გადაწყვეტილება PHR-მა სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შსს დღემდე არ ამუშავებს დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ, რითაც არღვევს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას.

სრულად...

წყარო: phr.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)