en
ge

საია განაგრძობს დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას

საია განაგრძობს დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განაგრძობს 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას.

ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში არც ერთ საქმეზე არ დასრულებულა სამართალწარმოება მიუხედავად კანონით ამ ტიპის საქმეების განხილვისთვის დადგენილი შეზღუდული ვადისა და საქმეთა ნაწილის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება.

საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო საიას მიერ წარდგენილი ყველა მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

საია იმედს გამოთქვამს, რომ გენერალური პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დროულად და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)