თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებსა და პასუხისმგებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს, გამოიყენონ ეს შანსი, სწრაფად და ეფექტიანად გაატარონ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ასოცირების ტრიოში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად.
საია მზად არის, თავისი მანდატის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთოს რეფორმების განხორციელებაში და გაუზიაროს ყველა მონაწილეს წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)