თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ნინო ხარატიშვილის სტატიას: ვინაა მშრომელი? - ვან დერ ლინდენი შრომის განსაზღვრების შესახებ.
„მარსელ ვან დერ ლინდენი არის სოციალური მოძრაობების ისტორიის პროფესორი ამსტერდამის უნივერსიტეტში. იგი იყო საერთაშორისო სოციალური ისტორიის ასოციაციის პრეზიდენტი 2005 წლიდან 2020 წლამდე. დღეს ის იკავებს უფროსი მკვლევრის პოზიციას სოციალური ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტში. თავის წიგნში „მსოფლიოს მშრომელები - ესეები გლობალური შრომის ისტორიისთვის“ ვან დერ ლინდენი გვთავაზობს შრომის ისტორიის ახლებურ, მოდერნიზაციის მიდგომისგან დაშორებულ გაგებას, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, დაცლილი ევროცენტრიზმისგან და მეთოდოლოგიური ნაციონალიზმისგან. იგი არ ცდილობს ამომწურავ პასუხებამდე მისვლას, არამედ გვიჩვენებს შრომის ისტორიის ახლებურ, ამბიციურ ინტერპრეტაციას გლობალურ პერსპექტივაში და სახავს ახალ ორიენტირებს დარგის მკვლევრებისთვის კაპიტალიზმში შრომის და შრომითი ურთიერთობების გადააზრებისთვის“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)