თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ახალ სამაგიდო კვლევას „სისტემური მედიამრავალფეროვნება“.
„კვლევა ეფუძნება რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალების სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზს და მასში მიმოხილულია ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც ამ მედიასაშუალებებს მრავალფეროვნების მიმართულებით აქვთ, როგორც მედიაგაშუქების, ისე ორგანიზაციული მოწყობის მიმართულებით.
კვლევის მიზანია შექმნას რეფლექსიის სივრცე საქართველოში მომუშავე მედიაპროფესიონალებისთვის, რათა ეთნიკური, რელიგიური, და ენობრივი მრავალფეროვნება გახდეს არა ერთჯერადი, არამედ მუდმივად განახლებადი ინიციატივა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)