გურია. ინიციატივის „გადადი ნაბიჯი ევროპისკენ“ ფარგლებში, ოზურგეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
„მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს პერსპექტივაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობაზე.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაეჟღერებინათ კითხვები საინტერესო თემებთან დაკავშირებით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)