აჭარა. 23 ივნისს, 20:00 საათზე ბათუმში, 26 მაისის პარკში, „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ინიციატივის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან და საინიციატივო ჯგუფ - „არ გადადოს“ წევრებთან ერთად, სტუმრები განიხილავენ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენს ეროვნულ მისიასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან:
დავით ტურაშვილი - მწერალი;
გიორგი მშვენიერაძე - „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი;
ლაშა ბუღაძე - მწერალი, დრამატურგი;
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)