თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს.
5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც.
ორგანიზაცია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს:
ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, გამოსაძიებლად გადაეცეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;
ეცნობოს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო უფლებამოსილი მოხელეების უმოქმედობასა/არაჯეროვანი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით;
საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
5-6 ივლისთან დაკავშირებით გამოიძიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულები.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)