en
ge

კოალიციის განცხადება მედიის წარმომადგენლებზე მორიგ თავდასხმასთან დაკავშირებით

კოალიციის განცხადება მედიის წარმომადგენლებზე მორიგ თავდასხმასთან დაკავშირებით

თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია/Media Advocacy Coalition „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 05 ივლისს „TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს შოთა სადაღაშვილს და თორნიკე გელიტაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მოძალადეები ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ პარტიის მხარდამჭერებად გაეცნენ,  არხის სარედაქციო, პროევროპული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში გამოიკვლიოს „TV მონიტორინგისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.

კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

სრულად...

წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)