en
ge

ფარული თვალთვალი და პირადი მონაცემების დაცვა – მთავარი გამოწვევები

თბილისი. ფარული თვალთვალისა და პირადი მონაცემების დაცვის მთავარი გამოწვევების შესახებ მსჯელობდნენ დღეს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლები. 
საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მთავრობის მიერ ფარული თვალთვალის წარმოება ბოლო რამდენიმე წელიწადია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, უკონტროლო სისტემატური თვალთვალი და მიყურადება მედიის თვისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს უქმნის საფრთხეს. ამ პრინციპებზე კი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო არის დაფუძნებული. კონფერენციაზე თვალთვალისა და პირად მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ფარული თვალთვალისა და პირადი მონაცემების დაცვის კუთხით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" შეეცადნენ, გაეანალიზებინათ სტატუსკვო და შეეფასებინათ არსებული კანონმდებლობა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან მიმართებაში. ორგანიზაციები ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.
კონფერენციის შესახებ სრულად 
პრობლემები და რეკომენდაციები
წყარო: transparency.ge, media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)