თბილისი. ასოციაცია „ანიკასა“ და კომპანია „სქილვილ აკადემიას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კვლევისა და სწავლების გაძლიერებასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ორგანიზაციის თქმით, „სქილვილ აკადემიის” მიერ შემოთავაზებული პროგრამა დაამკვიდრებს ინკლუზიურ მიდგომას ტექნოლოგიურ სფეროში, შშმ პირებისათვის თანაბარი შესაძლებლობისა და პირობების შექმნას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)