en
ge

საია პატიმარის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების გამო და განცხადებას ავრცელებს.
„... გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და არათანმიმდევრული ოფიციალური განცხადებები კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას მატებს აღნიშნული საქმეს და უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს. აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სასიკვდილო მდგომარეობამდე მსჯავრდებულის მიყვანის მიზეზებსა და გამოკვეთავს ბრალეულ პირებს. იმისათვის რათა, გამოძიება იყოს ობიექტური, აუცილებლად მიგვაჩნია იგი აწარმოოს არა ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დეპარტამენტმა, არამედ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ...ვსარგებლობთ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რათა  სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოირიცხოს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენცია", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)