სამცხე-ჯავახეთი. მედიის განვითარების ფონდი ბავშვთა უფლებების კვირეულის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ახალქალაქს ეწვია.
ფონდმა მედიაწიგნიერების ტრენინგი გამართა და სკოლის მოსწავლეებს ფაქტების გადამოწმების, ვიზუალური მანიპულაციების ამოცნობისა და პირველწყაროს მოძიებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და პროგრამები ასწავლა.
ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!“ UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)