თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას:
მოსამართლეთა ზეწოლასა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მათ შორის, დეტალურად შეისწავლოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი შესაძლო ზეწოლის შემთხვევები.
ასევე,
საქართველოს პარლამენტს:
შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. გამოვლენილი ხარვეზების ანალიზს კი დაეფუძნოს რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება იქნება.
წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)