სამცხე-ჯავახეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებმა და ახალციხის ოფისმა ახალციხეში, იაძის N12-ში, N4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟისა და ამავე მისამართზე ახალი საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით პეტიცია 2022 წლის 13 აპრილს დაარეგისტრირა, თუმცა იგი დღემდე არ განუხილავთ. დოკუმენტს ხელს 360 ადგილობრივი მცხოვრები აწერს.
„სამოქალაქო საბჭოებისა და ჩვენი ორგანიზაციის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოქალაქეთა პეტიცია დღემდე არ განიხილა, რითაც დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნები. რჩება შთაბეჭდილება, რომ საკრებულო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს“.
ორგანიზაცია მოუწოდებს ახალციხის საკრებულოს, რომ უახლოეს სხდომაზე განიხილოს ეს პეტიცია და კენჭი უყაროს ახალი ბაღის მშენებლობის საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის ორი დიდი უბანი - მარდისა და აბის დასახლებები საბავშვო ბაღის გარეშე დარჩება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)