თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან თელარა გელანტიას სხდომაზე განმეორებითი არდაშვების ფაქტი ცალსახად ადასტურებს რომ ადგილი აქვს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანასწორობის პრინციპის საფუძველზე მისცეს თელარა გელანტიას მთავრობის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა და აღმოფხვრას ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული უთანასწორომოპყრობა.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)